გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმირებული არ არის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული არ არის. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულზე მთავრობასთან შეთანხმებით სპეციალური კომისია მუშაობს.
“გახსოვთ, შარშან მე ვიყავი კომისიის თავმჯდომარე და მაშინ ინფორმირებული გახლდით დეტალებზე და გიზიარებდით ყველაფერს, რაზეც ვმუშაობდით. ახლა ჩემი ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძეა კომისიის წევრი და დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი. ამაზე მუშაობს კომისია მთავრობასთან შეთანხმებით”, – განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.