ჭიკაიძე: თუ ვინმემ “რუსთავი 2”-ის საკითხზე შსს-დან უკანონობა ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე “რუსთავი-2″-ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. მინისტრის თქმით, თუ ვინმემ “რუსთავი 2”-ის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკანონობა ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება.
მისივე თქმით, “რუსთავი 2”-ში აღმოჩენილი ჩანაწერების საკითხზე მალე ყველაფერი ნათელი გახდება.
“ალბათ, მალე გახდება ნათელი ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, დაველოდოთ შედეგებს და ჭეშმარიტებას, ალბათ, რაც შეიძლება მალე ნათელი იქნება ყველაფერი”, – აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ 6 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა. ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები