„17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ“ – მამა პეტრე ღამის კლუბს აფრთხილებს

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ წერს.
მისი ცნობით, ერთ -ერთ კლუბში არასრულწლოვნებს, ყოველგვარი ,,ფეისკონტროლის” გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ.
„SOS!.. ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად… ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ… თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი ,,ფეისკონტროლის” გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ…
17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“, – წერს მამა პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები