„ნებისმიერს შეუძლია არ დაეთანხმოს NDI -ის კვლევებს, თუმცა შედეგებს ყოველთვის ელოდებიან“
აშშ- ს ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო NDI -ის პოლიტიკური რეიტინგებით გამოწვეულ ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა.
ნავაროს განცხადებით, ნებისმიერს შეუძლია, არ დაეთანხმოს მათ კვლევებს, თუმცა ისინი კვლევების შედეგებს ყოველთვის ელოდებიან. „ აშშ-ში პოლიტიკოსები ყოველთვის ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი კვლევა არჩევნების დღეს იდება, და ეს არჩევნების შედეგებია. ჩვენ სულ ახლახან გაგაცანით „ქართული ოცნების“ შედეგები.
კვლევების შემდეგ რა კომენტარიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როგორც ჩვენს წინა სააარჩევნო განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანებს შეუძლიათ, არ დაეთანხმონ ჩვენი კვლევების შედეგებს, მაგრამ ისინი ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან და აკვირდებიან , თუ რა შედეგებს ვაჩვენებთ“,- განაცხადა ლუის ნავარომ.