სასამართლო ბაჩანა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბაჩანა ახალაიას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს პატიმრობის გარდა, გარკვეული ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალათ.
„სასამართლომ, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი, წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და წამებისათვის (ერთი ეპიზოდი) დაკავებულის მიმართ, ხოლო წამების ბრალდებით წარდგენილ ერთ ეპიზოდში კი გამართლდა.
ბრალდებული ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
სასამართლომ, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ.
ასევე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, ასევე მათ მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარებისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საქმის არსებითად განხილვისას, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტები.
კერძოდ, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები.
2012 წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის კანონის საფუძველზე, ასევე დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ბაჩანა ახალაიას 9 წლით, ხოლო ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
მათვე ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, შესაბამისად 3 წლის და 1 წლის ვადით“ – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები