„9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
“ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს! განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს! 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავი დადეს ამ ბრძოლაში და მათი, ვინც გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში.
ჩვენი ქვეყნის შვილებმა თავგანწირულად იომეს -საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. მინდა პატივი მივაგო გმირებს – ცოცხლებსა და დაღუპულებს, ცნობილებსა და უცნობებს, რომელთა საფლავებიც საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე დარჩა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნისა და უკვდავი სახელების წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს კი ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა“,- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები