სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.
თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში სერგო თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები