დავით უსუფაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსახლეობას და განსაკუთრებით ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს ულოცავს. დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მისივე განცხადებით, უნდა ვეცადოთ, რომ აღარ დაგვჭირდეს ომი.
“ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 69-ე წლისთავს. ვულოცავ განსაკუთრებით ვეტერანებს, რომლებმაც მაშინ დაიცვეს საკუთარი სამშობლო. საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრი ომი და ომის ვეტერანია, ბევრია გმირობის მაგალითი – მათ მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყანა და ჩვენია ვალია, გავუფრთხილდეთ მათ. უნდა ვეცადოთ, რომ აღარ დაგვჭირდეს ომი და აღარ გაჩნდნენ ქვეყანაზე ომის ვეტერანები. ამ მიმართულებით უნდა გავხარჯოთ ჩვენი ძალა და ენერგია.
რაც შეეხება მათ ღვაწლს, ამის სრულად შეფასება და დაფასება შეუძლებელია, ვერც დღევანდელი და ვერც წინა ხელისუფლებები ვერ მოვახერხებდით ამას, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ვეტერანებს და უნდა ჰქონდეთ ჩვენი თანადგომა და სითბო”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები