აკაკი ზოიძე: უმრავლესობა ცოცხალი ორგანიზმია და მასში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა, რომ უმრავლესობა ცოცხალი ორგანიზმია და მასში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. როგორც მან აღნიშნა, გუნდში კონსულტაციები და დისკუსიები გრძელდება.
“სხდომა ჩატარდება. ჩვენ შიგნით კონსულტაციებს, საუბრებს, დისკუსიებს ვაგრძელებთ იმისათვის, რომ ის კონკრეტული თემები, რაც პრობლემურად იყო აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, კომუნიკაციის ნაკლებობის თემები, მთლიანად აღმოვფხვრათ. უმრავლესობა არის ცოცხალი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი და საბოლოო ჯამში, ამით ყალიბდება გუნდურობა. ჩვენი გუნდი იქნება ჭეშმარიტი გუნდი და არა ერთ ნოტზე მოცეკვავე ადამიანები. ასეთი ტიპის გუნდის წევრად ვგრძნობ თავს და ამაყი ვარ”, – განაცხადა ზოიძემ.