გორში არასრულწლოვან დებს მეცხრე დღეა ეძებენ

0

გორში 12 აპრილს გაუჩინარებულ არასრულწლოვან დებს ამ დრომდე ეძებენ. სწორედ ამ დღეს 16 წლის მარიამ მეგრელიშვილი დასთან, ანა მეგრელიშვილთან ერთად სკოლაში წავიდა და ისინი სახლში აღარ დაბრუნებულან.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამასთან, ოჯახი საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს და საზოგადოებას სთხოვს, თუკი დების შესახებ თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომრებზე: 579 06 04 89; 589 92 27 62.

კომენტარები

კომენტარი