26 მაისის საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება
26 მაისის საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საორგანიზაციო საკითხებზე სამთავრობო კომისია მუშაობს. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპკორპუსის წევრების დაპატიჟება ეხება და ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, თუ რა იგეგმება, მისთვის უცნობია. ასევე არ არის გადაწყვეტილი, ჩატარდება თუ არა სამხედრო აღლუმი.