ფაშიზმზე გამარჯვებიდან 69 წელი გავიდა
გამარჯვების პარკში ვეტერანებმა ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა უკვე დაიწყეს. ომის ვეტერანები დაღუპულ თანამემამულეებსა და მეომრებს პატივს მიაგებენ. ფაშიზმზე გამარჯვებიდან 69 წელი გავიდა. დაღუპულ მეომრებს დღეს ასევე პატივს მიაგებენ საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ომის ვეტერანებს ერთჯერადად 400 ლარი, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს კი 200 ლარი გადაეცემათ.