სასჯელაღსრულების მინისტრი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის წევრებს ხუთშაბათს შეხვდება

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის წევრებს ხუთშაბათს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, კახა კახიშვილის კონსტრუქციული და საქმიანი პოზიცია მისასალმებელია. „იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, მინდა, მივესალმო მინისტრ კახა კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის, შეხვედრა შედგება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები