მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს დღეებს ოფიციალურად გახსნის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს დღეების დაწყებისამდი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლებს და ნატო-ს დღეებს გახსნის.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ნატო-ს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მიხეილ ჯანელიძე სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას აქართველოში ნატო-ს დღეების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი.
აღსანიშანვია, რომ წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებასა და ჩართულობას.
წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება.
ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები