ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია – „ელექტრონული მმართველობა“ გაიმართება 

17-18 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო „იოტაში“, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ორგანიზებით, პროექტის – „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემებზე: „ელექტრონული სერვისები და მონიტორინგი“, „სმარტქალაქი“, „ელექტრონული  ჩართულობა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სფეროს წამყვანი 50-ზე მეტი ექსპერტი და საჯარო წარმომადგენელი როგორც მასპინძელი ქვეყნიდან, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და გერმანიიდან.
საერთაშორისო კონფერენცია  მიზნად ისახავს, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალიბებას,  რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გეგმების განხილვა მოხდება. კონფერენციის ფორმატით გათვალისწინებულია ასევე ჩამოსული ჯგუფების სამუშო შეხვედრები და მონაწილე ქვეყნებში სერვისების მიწოდების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს  დაფინანსებით  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ოფიციალურად გახსნის ერიკმარქსი – GIZ-ის საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის ხელმძღვანელი, აკაკი რუხაძე – GIZ-ის პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ კოორდინატორი, ჰანესასტოკი ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ხელმძღვანელი ელ. მმართველობის მიმართულებით.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ  ქვეყნებს შორის საქართველო წამყვანი ქვეყანაა ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს იუსტიციის სახლის წარმატებული მოდელი, სადაც მოქალაქეებისათვის ელექტრონული სერვისები „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოქმედებს გამჭვირვალედ, მაღალი ხარისხით და მოქალაქებზე ორიენტირებულად. სწორედ სერვისების ეფექტური მიწოდების ასეთი მოდელის გასაცნობად საქართველოს ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია.  საქართველოს წარმატებამ ამ სფეროში განაპირობა ის, რომ აღნიშნული პროექტის მენეჯმენტი საქართველოდან განხორციელდება.
აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი და უკრაინა დეცენტრალიზაციის კუთხით ერთმანეთისგან განსხვავებულ ადმინისტრაციულ რეფორმებს ახორციელებენ,  რომლის შედეგადაც მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. ამით  საფუძველი უნდა შეიქმნას, რომ მოქალაქეები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები საჭირო ადმინისტრაციული მომსახურეობებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილი იყვნენ.
პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიზანია ყველა სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობებში სერვისების მიწოდების და IT ტექნოლოგიების სფეროში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ნახსენებ ქვეყნებში ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. პროექტის მიმდინარეობისას  ქვეყნების შორის ურთიერთგაცვლის საფუძველზე ერთმანეთთან მიახლოებული ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლოებები იქნება განხილული და დამუშავებდა კონკრეტული საპროექტო წინადადებები.
მსგავსი თანამშრომლობის ქსელის წარმატებული გამოცდილება უკვე არსებობს ელექტრონულ მმართველობაში  ხანგრძლივი გამოცდილების მქონე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი), რომელიც 2011 წელს  ევროკავშირის  ხელშეწყობით შეიქმნა. ამ პროექტს დიდი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა მონაწილეების მხრიდან და დაადასტურა ამ სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთგაცვლის საჭიროება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები