კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს პიანისტ სანდრო გეგეჭკორს
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს პიანისტ სანდრო გეგეჭკორს.
„დაბადების დღეს ვულოცავთ უნიჭიერეს ახალგაზრდა პიანისტს – სანდრო გეგეჭკორს.
სანდრო არის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
ცოტა ხნის წინ, მან გერმანიაში, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
სანდროს იწვევენ კონცერტებზე მთელ მსოფლიოში. ის თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან. ამ დიდი აღიარებით სანდრო გეგეჭკორმა კიდევ ერთხელ ასახელა ქართული საფორტეპიანო სკოლა და მთელი ქვეყანა.
ვუსურვებთ მას დიდ წარმატებებს“! – წერია მილოცვაში.