“ანტიფა”, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მოქმედებს ჩვენს ქვეყანაშიც იმ ორგანიზაციების, არასამთავრობოების თუ პარტიების მეშვეობით, რომელთა წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი რომ წაუკიდონ ოპონენტს, ამით ბედნიერები იქნებიან” – წილოსანი

“ანტიფა”, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მოქმედებს ჩვენს ქვეყანაშიც – მოქმედებს იმ ორგანიზაციების, არასამთავრობოების თუ პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, რომელთა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ცეცხლი წაუკიდონ მათ ოპონენტს”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.

“ამით ბედნიერები იქნებიან, მოქმედებენ იმ მედიასაშუალებების მეშვეობით, იმ ე.წ. ჟურნალისტების მეშვეობით, რომლებიც ზიზღს და სიძულვილს ახალისებენ და რაც მთავარია, მოწოდებებით გამოდიან, რომ ასეთი რადიკალური მოქმედებები, რევოლუციები, სახელმწიფოს დამხობა და ადამიანების მიწასთან გასწორება იყოს ნორმა, რომ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვა არის რაღაცა თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომ გმირი სულ სხვა ცნება არის, ვიდრე აქამდე ვიცოდით და ზუსტად მთლიანად ამ ჭეშმარიტებების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირება იყო როგორც ჩანს ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი არსი”, – აცხადებს წილოსანი.

” „ანტიფას” ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები