გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი მხატვრის, გია ბუღაძის გამოფენა დაათვალიერა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თავად მხატვარმა, გია ბუღაძემ უმასპინძლა. მან საქართველოს პრეზიდენტს გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებისა და გამოფენის კონცეფციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გია ბუღაძის გამოფენა – სერია “Olim- ოდესღაც” მეგალოგრაფიაა, რომელიც 33 ნაწილისაგან, 33 დამოუკიდებელი სურათისაგან შედგება, რაც მთლიანობაში, თავად ავტორის განცხადებით, ერთი მასშტაბური და აქტუალური იდეის თუ პრობლემის დასმისკენაა მიმართული და აყენებს შენახვის, გადანახვის, დაფარვის და გადარჩენის საკითხს. ეს სერია გულისხმობს ძვირფასის, ძველის შენახვას, რადგან ის, რაც სათუთად ინახება, ყოველთვის შეიძლება გაცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები