მიხეილ დუნდუა: საბანკო სექტორი უნდა გახდეს ეკონომიკის ლოკომოტივი და არა მისი მუხრუჭი

“საბანკო სექტორი უნდა გახდეს ეკონომიკის ლოკომოტივი და არა მისი მუხრუჭი. შესაბამისად, ეს ინიციატივა სწორი და დროულია”,-ასე შეაფასა ექსპერტმა, მიშა დონდუამ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ, სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
როგორც მან აღნიშნა, ეს ინიციატივა ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ფინანსები ნამდვილად იქნას ხელმისაწვდომი ბიზნესის კეთების მსურველთათვის.
“საქმე იმაშია, რომ ეს არის მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ნაცვლად 15-17%-ანი უკუგებისა 5-7%-იან უკუგებაზე იქნება საუბარი პროექტების განხილვისა და დაფინანსების კუთხით. ნახევარს 50%-ს საბანკო სექტორი უზრუნველყოფს, სახელმწიფო 200-მილიონიანი უზრუნველყოფით იქნება წარმოდგენილი და 5%-იანი თანამონაწილეობა ექნება მხოლოდ სესხის ამღებს, ანუ ამ შემთხვევაში ბიზნესის წამომწყებს. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ფინანსები ნამდვილად იქნას ხელმისაწვდომი ბიზნესის კეთების მსურველთათვის. ამით გაძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესიც. ეს პროცესები ეკონომიკის გაჯანსაღებასაც გამოიწვევს, მშპს 1%-ის დათმობა ამ პროგრამისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია”- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს.
როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები