თამარ ჩუგოშვილი და კახა კალაძე თელ-ავივის მერს, რონ ჰულდაის შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების და თბილისის მერის, კახა კალაძის  სამუშაო შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა თელ-ავივის მერთან, რონ ჰულდაისთან გაიმართა.

მხარეებმა თბილისსა და თელ-ავივს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა თელ-ავივის, როგორც მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების მხრივ, ინოვაციური ქალაქის როლს.

თბილისის მერმა რონ ჰულდაის თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თელ-ავივის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

თელ-ავივის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ივლიანე წულაია, ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, გრიგოლ მიქელაძე და ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები