ბაბუშერაში სამარხების გახსნა დაიწყო

  ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულების გადმოსვენება გეგმის მიხედვით, ივნისის თვეში მოხდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, დაიწყო ბაბუშერაში სამარხის გახსნა, სადაც დაკრძალული არიან თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული ჩვენი თანამემამულეები. მისი თქმით, პროცესი 26 მაისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცხედრების გადმოსვენება და მათი ოჯახებისთვის გადაცემა ორ ეტაპად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები