ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებისგან მთლიანად დისტანცირებულია.

“ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ის არის მთლიანად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან 2016 წლიდან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ყველაფერი რჩება ძალაში. ეს არის არსებული მოცემულობა, გამომდინარე ბიძინა ივანიშვილიდან. ეს არის მასზე დამოკიდებული. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი დამფუძნებელი, პარტიის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება მის გამოჩენას პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება, საპირისპირო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს და ამას ექნება, მე დარწმუნებული ვარ, უპირობო მხარდაჭერა მთელი პარტიის მხრიდან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები