“გამოცდილება გვეუბნება, რომ არსებობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარკვეული გამოცდილება, რომელშიც ძალიან მაღალი კლასი აჩვენა „ნაცმოძრაობამ”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ  Freedom House-ის კვლევასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„ჩვენი წარსულის გამოცდილება გვეუბნება, რომ არსებობს არათუ ამის მსგავსი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარკვეული გამოცდილება, რომელშიც ძალიან მაღალი კლასი აჩვენა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და მასთან ასოცირებულმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ამიტომ მაღალი ალბათობით ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაშიც სწორედ ამ კვალიფიკაციასთან გვქონდეს საქმე”,- განაცხადა რომან კაკულიამ.

რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ Freedom House-ის მიმდინარე შეფასებასთან დაკავშირებით სწორი აქცენტები გააკეთა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ  აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა Freedom House-ის მიმდინარე შეფასებასთან დაკავშირებით”,-განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები