“ის პრობლემები, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს და არ ხდება მასზე რეაგირება, სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom house- ის ანგარიშში”

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Freedom house-ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ კრიტიკულ საკითხებზე, რაც Freedom house-ის ანგარიშშია მოხვედრილი და შეფასებულია უკუსვლა, პრეზიდენტი ხშირად მიუთითებდა.

“ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom house-ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლა, არაერთხელ, ჯერ კიდევ ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე, ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამ მიმართულებებით იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი. სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. ბუნებრივია, Freedom house-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც.

კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom house- ის ანგარიშში”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები