ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

მსახიობი ლეილა აბაშიძე, მისივე ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალეს.
მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგეს კოლეგებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა. გამოსამშვიდობებელი სიტყვა კინომცოდნე გოგი დოლიძემ, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და სხვა ხელოვანებმა წარმოთქვეს.
მსახიობი ქაშუეთის ეკლესიიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ტაშით გააცილეს.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები