გიორგი მარგველაშვილი: ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა პრობლემას პასუხობს განათლება და ის ინსტიტუტები, რომლებიც ახალ ცოდნას ქმნიან

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა გახსნა. პრეზიდენტმა უნივერსიტეტის 1909 წელს აშენებული შენობა დაათვალიერა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა.

პრეზიდენტს ახალი შენობა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ და უნივერსიტეტის უცხოელმა დამაარსებლებმა დაათვალიერებინეს. გიორგი მარგველაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებსა და მის დამფუძნებლებს ახალი, თანამედროვე სასწავლო სივრცის შექმნა მიულოცა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

“გულითადად გილოცავთ 20 წლის იუბილეს და ამ ახალ შთამბეჭდავ ნაბიჯს თქვენი უნივერსიტეტის ბიოგრაფიაში. ნამდვილად მახსოვს პირველი დღეები თქვენი მოღვაწეობის, როცა კოლეგები ვიყავით და ერთად ვფიქრობდით როგორ განგვევითარებინა ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივად ყველა პრობლემაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა – განათლების კერაა. რადგან რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას პასუხობს სწორედ განათლება და პასუხობენ ის ინსტიტუტები, რომელიც ქმნიან ახალ განათლებას, ქმნიან ახალ ცოდნას. მინდა, ქართულ საზოგადოებას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი და ახალი შენაძენი. ამ მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

სტუდენტებს მინდა მოგილოცოთ ახალი მშვენიერი შენობა და მინდა გითხრათ, რომ ბევრი მსმენია, სწორედ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების განსაკუთრებული ნიჭიერების შესახებ, რადგან დედაჩემი, რომელიც აქ ასწავლის და ხშირად მიყვება რამდენად კარგი სტუდენტები ხართ და როგორი მოწოდებით ხართ ცოდნის მიმართ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები