ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ ლეილა აბაშიძის ოჯახს მიუსამძიმრა

ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
მსახიობის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა.
სამოქალაქო პანაშვიდზე მსახიობის მეგობრებსა და ოჯახს საზოგადო მოღვაწეები უსამძიმრებენ.
ლეილა აბაშიძეს ქაშვეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
მსახიობს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები