ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და  ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის და კუნძული კრეტას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება.

ფრენა AIRBUS 320 და BOEING 737 ტიპის თვითმფრინავებით 22 მაისიდან თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ,  ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591 ლარიდან დაიწყება.

14 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება და ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.

ავიაბილეთის ფასში შედის: 8 კგ ხელბარგი; 20 კგ ბარგი; კვება ბორტზე; გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები; აეროპორტში რეგისტრაციის გავლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა და აღნიშნული რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები