გედევან ფოფხაძე: პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არაა სულერთი და ანგარიშგასაწევია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს შუამავლების საშუალებით საუბარი არ სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, მისთვის პრემიერის თხოვნა სულერთი არაა და ანგარიშგასაწევია.
„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და ალბათ, სხვა – თავისას. ჩემთვის პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები