Freedom House-ის ანგარიში: რუსეთი აგრძელებს დე ფაქტო საზღვრებზე ღობეების გავლების პროცესს

ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა მმართველი პარტიის დომინანტური როლი და ოპოზიციის ფრაგმენტაცია – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებს ეხება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია 2016 წელს დაასრულა და უფრო მონოლითური გახდა, რისი მიზეზიც მმართველი კოალიციიდან რამდენიმე ლიბერალური პარტიის გასვლა იყო.

ანგარიშში წერია, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციის უარყოფითი გვერდითი ეფექტი 2017 წელს გამოჩნდა.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპზე დადებითი დასკვნა დაწერა, თუმცა დიალოგში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ნაკლებობა გააკრიტიკა

Freedom House-ი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ რამდენიმე გარღვევა მოახდინა, განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარება უცვლელია, რამდენიმე ასპექტში კი გაუარესდა.

„რუსეთი აგრძელებს დე ფაქტო საზღვრებზე ღობეების გავლების პროცესს, რაც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტებს და აზარალებს შერიგებაზე დაფუძნებულ კონფლიქტის დარეგულირებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები