ნუკრი ქანთარია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის ალბათობას გამორიცხავს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის ალბათობას გამორიცხავს.
დეპუტატმა ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ მინდა, რომ საქმე ასე დაწვირლმანებით წავიდეს, ნამდვილად არ მინდა… მე რომ მინდოდეს აქედან სარგებლის მოპოვება, რაც შესაძლოა, ახალგაზრდა პოლიტიკოსს უნდოდეს, მაშინ შეიძლება მეფიქრა ფრაქციაზე, ხალხის გადმობირებაზე… მაგრამ, მე მინდა, რომ ამ ვითარებაში, რა რიცხვითაც ვართ უმრავლეობაში, ეს ორი წელი შევინარჩუნოთ და კეთილი საქმეები ვაკეთოთ, ეს არის ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ და დასძინა, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ „ერთი ჯგუფი ვართ ჩვენ, მეორე ჯგუფი ხართ თქვენ, ეს ასე არ არის…“