პრემიერი ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„მინდა, დიდი მწუხარება გამოვთქვა იმ შემზარავ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ აჭარაში დატრიალდა. ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთავრობის სახელით თანავუგრძნო და სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, რამ გამოიწვია გუმბათის ჩამონგრევა, რომელსაც ეს უმძიმესი შედეგი მოჰყვა”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=1D_KOga85Yc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები