ჩუღურეთის გამგებელი: კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, იორდანიის მოქალაქე გარდაიცვალა
“ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე”, – ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
“კიევის ქუჩის 3 ნომერში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა”, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კიევის ქუჩაზე, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, რის შედეგად 70-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა.