ლიტვა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება უწყების ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ექვსი გარდაცვლილი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში.
გუშინ ტყიბულში, მინდელის შახტაში, 6 მეშახტე დაიღუპა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები