რიჩარდ ნორლანდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. მან შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართა. გიორგი პაპუაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებათა პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის. რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის მხრიდან სასამართლოს საქმიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა.