თურქეთი, რუსეთი და ირანი სირიის დახმარებას აპირებს
რუსეთი, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ, რომ სირიელ ხალხს დაეხმარებიან – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.
„სამმა ქვეყანამ მოილაპარაკა, რომ სირიელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ“-განაცხადა რუჰანიმ იმ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის, ირანისა და თურქეთის ლიდერებმა, სამიტის დასრულების შემდეგ გამართეს. რუჰანის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა სირიაში საშინელია და მათ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.