მამუკა მდინარაძე: ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად

ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად, – ასე შეაფასა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.
“მე ნინია კაკაბაძისთვის მხარი არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისათვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო, უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად და არასწორ გადაწყვეტილებად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კენჭისყრის მონაცემებით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. 23 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები