“უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედები და სამგზავრო სავარძლების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს”

„უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედები და სამგზავრო სავარძლების საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში“, – ამის შესახებ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლალიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა პარლამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა მოხდეს.
„უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედების და სამგზავრო სავარძლების საკითხი ჯერ-ჯერობით პროცესშია. ამაზე სერიოზული განხილვა ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ეს აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, იმიტომ რომ ჩვენი სტატისტიკა გვაჩვენებს, არასრულწლოვანი ბავშვები საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან“, – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები