პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.
ოსიპოვას კანდიდატურას დეპუტატების უმრავლესობამ 93 მომხრე ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
თავდაპირველად, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად სიდა-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი წარადგინა. თუმცა, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
აღნიშნულის გამო, ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები