ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ქარსელაძე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტსაც შეითავსებს, სადაც 2 აპრილს დაინიშნა. ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრ მაია ცქიტიშვილს სხვა ახალი მოადგილეები არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები