“სუს-ის ანგარიში საინტერესო და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წლიური ანაგრიში საინტერესო და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სუს-ის ანგარიშს სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს.
„მოგვიწევს არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ ნაწილზე საუბარი, რადგან სუს-ის საქმიანობის 80 პროცენტი ოპერატიულ-საიდუმლო საქმიანობას შეეხება. რაც შეეხება ანგარიშს, დოკუმენტი საინტერესო და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია, რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტი საკმაოდ გაძლიერებულია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
სუს-ის ანგარიში 2017 წლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა და მასში საუბარია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები