ევროპაში დაგეგმილი ავიარეისების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს

ევროპაში დაგეგმილი ავიარეისების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია (Eurocontrol) ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რეისების გადადების მიზეზი ავიატრანსპორტის მაკონტროლებელი სისტემის დაზიანება გახდა.

არსებული ხარვეზის აღმოფხვრას, სავარაუდოდ, რამდენიმე საათი დასჭირდება.

„ბიბისი”–ს ცნობით, შეფერხება შეიძლება 15 000-ზე მეტ ფრენას შეეხოს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეფერხებების მიუხედავად საქართველოდან ავიარეისები არ გადადებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები