რას აცხადებს გორის მერის მოადგილე ტრაქტორის მოპარვაზე

ქალაქ გორში, საზოგადოებრივ კოლეჯ “ამაგიდან” მინი ტრაქტორი მოიპარეს, რომელიც დაახლოებით 250-300 ლარი ღირდა, – ამის შესახებ „კვირას“ კოლეჯის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკატერინე სუხიშვილმა განუცხადა, რომელიც ამჟამად გორის მერის მოადგილეა.
მათი თქმით, წუხელ გვიან ღამით, ხელის ტრაქტორი მოიპარეს, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო კურსისთვის გამოიყენებოდა.
შენობა კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 177 -ე მუხლის ა და ბ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ეკა სუხიშვილის ინფორმაციით, იგი კოლეჯის მართვას ამ დროისათვის ჩამოცილებულია და კოლეჯს მერის მოადგილის დედა, რუსუდან გოხელაშვილი-სუხიშვილისა ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა კოლეჯის მოსწავლეებისთვის ხელის ტრაქტორი, რამდენიმე წლის წინ, 250-300 ლარად შეიძინეს.
პროფესიულ სასწავლებელში მოსწავლეები გადიან შემდეგ კურსებს: ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, ფარმაცია, კბილის ტექნოლოგია, საბუღალტრო საქმე და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები