RMG-ი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება

RMG-ი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც RMG- ში აცხადებენ, კომპანიამ 40-წლიანი საწარმოს მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა ჩაიბარა და ათწლეულობით დაგროვებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების კუთხით, აიღო ვალდებულება.
„გვინდა გამოვეხმაუროთ დღეს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რაც კომპანია RMG-ს საქმიანობას ეხება. ვაცხადებთ, რომ კომპანიამ 40-წლიანი საწარმოს მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა ჩაიბარა და აიღო ვალდებულება, ათწლეულობით დაგროვებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების კუთხით.
RMG-მ, საერთაშორისო კომპანია GOLDER ASSOCIATES-თან ერთად2017 წელს შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი. 100-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა კონკრეტული გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაზეა მიმართული, სადაც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. 2017 წლიდან კონკრეტული ღონისძიებები დაწყებულია. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილი ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია, ხოლო უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის გათვალისწინებით, სრულად აღმოიფხვრება. ეს ეხება, როგორც გარემოსდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე მონიტორინგს, შემარბილებელ ღონისძიებებსა და შესაბამის ქმედებებს, მათ შორის – მშენებლობებს, რომლებიც უშუალოდ მიმართული იქნება გარემოსდაცვით საკითხებზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკი გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე, როგორიც არის მიწა, წყალი და ჰაერი.
და ბოლოს, კომპანია RMG ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი, გადამხდელი და ექსპორტიორია. ამასთან ერთად კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 3000-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ძლიერი და წარმატებული საქართველოსთვის“, -აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები