გიორგი გიორგანაშვილი: კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებ, ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა, გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს, განაცხადა, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
მისივე თქმით, ის აუცილებლად ეცდება ავადმყოფური სისტემის დასრულებას.
„კომპრომისმზე არ ვაპირებ წასვლას და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც უსამართლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს. აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფი გამოავლინეს. აღნიშნულ საქმეზე, დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ ითხოვს, რადგან გიორგანაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები