რესტორანში 22 წლის ბიჭი დაჭრეს – რა მოხდა გვიან ღამით რუსთავში

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ჩხუბი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 22 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცმა შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები