სეტყვა, თოვლი, მდინარეების ადიდება – საქართველოში ამინდი გაუარესდება

3 – 4 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, კახეთის რეგიონში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 5 აპრილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები