თეა წულუკიანი ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს

დუბლინში 8-9 მაისს ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა ტარდება, რომელშიც ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ღონისძიების ფარგლებში დელეგატები ერთმანეთს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
პირველ დღეს პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. იგი ირლანდიის სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების მინისტრთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება და საქართველოს ხელისუფლების მიერ ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრებს. მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს, დელეგატებს მიაწვდის ინფორმაციას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების, რეფორმების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის შესახებ, გააცნობს მათ ელექტრონული მმართველობის წარმატებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებს.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გახსნითი სიტყვით მიმართავს ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფს და შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს უკანასკნელი პერიოდის მიღწევებსა და არსებულ მდგომარეობას, წარუდგენს მათ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის მიმდინარე რეფორმასა და სამომავლო გეგმებს.
გაეროს განვითარების პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მიწვევით ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი რუსუდან მიხელიძე ღია მონაცემების შესახებ სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა და წარადგენს საქართველოს როგორც ელექტრონულ მმართველობასა და ღია მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს. 9 მაისის სესიაზე ასევე დაგეგმილია რუსუდან მიხელიძის გამოსვლა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, გეგმის შემუშავების პროცესსა და სამომავლო ნაბიჯებზე. ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა 9 მაისს შემაჯამებელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები