თბილისში, იარაღით მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც 40 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და 236-ე მუხლის მეორე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და მესამე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.