„ერისიონი“ „ბერი ანდრიას ფონდისათვის“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

19 აპრილს, 19 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, „ბერი ანდრიას ფონდის“ მხარდასაჭერად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით და ძალისხმევით სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი „ბედნიერი სახლი“ აშენდება.
სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ შეუერთდა.
იგი შოუპროგრამა „ქართული საგანძურით“ წარდგება მაყურებლის წინაშე.
„სიკეთე უსასრულოა. ერთად ავაშენოთ „ბედნიერი სახლი“, – აღნიშნულია ბერი ანდრიას ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები